პატრიარქის ქადაგება

ილია მეორე: ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას

"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უფლებები უმცირესობათა, მცირე ხალხისა, მცირე რელიგიისა, უმცირესობაში მყოფთა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას, ქართველ ხალხს ვინ დაიცავს“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას.

„ქართველ ხალხს დაიცავს უფალი, უფალი  თავის კალთას გადააფარებს და ჩვენ შევთხოვთ უფალს, საქართველოს წყალობას ნუ მოაკლებს“, - განაგრძობს ილია მეორე.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერის, ადამიანისა და საკუთარი სულის წინაშე რა პასუხისმგებლობა აკისრია“, - ამბობს პატრიარქი.  

ილია მეორემ სამების ტაძარში ბზობისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღავლინა.

კომენტარები