ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

პრემიერმა დავით ნარმანიას შემცვლელად ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის. ახალი მინისტრი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ ხოკრიშვილი მთავრობის ღირსეული წევრი იქნება.

„ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ელგუჯა ხოკრიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

1973 წლის 24 მაისს დაბადებული ხოკრიშვილი პოტსდამის უნივერსიტეტის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია.

რაც შეხება, სამუშაო გამოცდილებას, ხოკრიშვილი 2012 წელს, კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (ჩIEშღ) გამგეობის თავმჯდომარე იყო, ასევე, ფონდი ღია საზოგადოების (OშF)ექსპერტი და ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წელს, ელგუჯა ხოკრიშვილი მუშაობდა ექსპერტად გერმანიაში, GOPA კონსულტინგში, ასევე, ექსპერტად, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოში.

2010-2011 კონსულტანტი, პროგრამების და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა;
2010 – 2011 პროექტის მმართველი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
2009 – 2010 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა;
2009 – 2010 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა;
2004 – 2008 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა;
2006 ექსპერტი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო, ბერლინი;
1999 – 2003 მკვლევარი მეცნიერი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა;

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ თანამდებობა დღეს დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთვება.

კომენტარები