ვნების ხუთშაბათი

აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები დიდ ხუთშაბათს აღნიშნავენ

დღეს აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები დიდ ხუთშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ქრისტემ ევქარისტია დააარსა - პური და ღვინო, როგორც სიმბოლო მისი დაღვრილი სისხლისა და დამტვრეული სხეულისა. საიდუმლო სერობის შემდეგ, იესო ნაზარეველმა ფეხი დაბანა მის მოწაფეებს. სახარების მიხედვით ქრისტემ „ფეხები რომ დაბანა მოწაფეებს, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით?
თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.“

ამ ტრადიციას ვნების ხუთშაბათს ქრისტიანული ეკლესიები იმეორებენ. მღვდელმთავრები ფეხს ბანენ მღვდლებს, მღვდლები დიაკვნებსა და საერო პირებს - ნიშნად თავმდაბლობისა. დღეს ფეხთბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა ილია მეორემ აღასრულა. 

საქართველოს მართლმადიდებელ, სომხურ სამოციქულო, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიებში წირვა ჩატარდა.

კათოლიკე ეკლესია კი, საღამოს საიდუმლო სერობის ხსენებას აღნიშნავს.

კომენტარები