ზვავი ევერესტზე

ევერესტიდან ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

AFP

მწვერვალ ევერესტიდან ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ისინი ფერდობზე მიცოცავდნენ, რათა მთამსვლელებისთვის თოკები გაესწორებინათ და მარშრუტები მზადყოფნაში მოეყვანათ. ამ სეზონზე ევერესტს ბევრი მთამსვლელი სტუმრობს.

ნეპალის ტურიზმის სამინისტროს ინფრომაციით, რამდენიმე დაკარგული ალპინისტი გადაარჩინეს, თუმცა, ძებნა კვლავ გრძელდება. დაშავებულები საბაზო ბანაკში გადაიყვანეს.

ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ადგილზე სამძებრო სამუშაოებისთვის 3 ვერტმფრენია გაგზავნილი.

კომენტარები