ხაჩიძის ექსპერიმენტი

ღარიბაშვილი: ხაჩიძის სპექტაკლისთვის ამდენი ყურადღების დათმობა არასერიოზულია

ირაკლი ღარიბაშვილი

"ხაჩიძის რაღაც სპექტაკლს ამდენ ყურადღებას, რომ უთმობთ, არასერიოზულია. ეს ძალიან ცუდია, თქვენთვის, პირველ რიგში“, - მიმართავს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მედია მთელი დღის განმავლობაში  ნეგატიურ ინფორმაციას ატრიალებს, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება.

„თქვენ  გოგა ხაჩიძეზე იფიქრეთ, მე  წარმოებასა და ბიზნესზე ვიფიქრებ“, - უთხრა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

ხაჩიძის თქმით, ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის სახლთან სამართალდამცველები, მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძეს თითქოს დაგეგმილი აქციის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.

კომენტარები