კრიზისი უკრაინაში

იაცენიუკი: რუსულმა თვითმფრინავმა შვიდჯერ დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე

არსენი იაცენიუკი

დღეს, 26 აპრილს, უკრაინის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, არსენი იაცენიუკმა, რუსეთს ბრალი დასდო უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევით შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირების მცდელობაში. 

იაცენიუკმა რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიელ პრემიერმინისტრთან მატეო რენცისთან და პაპ ფრანცისკესთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დღეს, 26 აპრილს, შვიდჯერ დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე. 

"ჩვენ კარგად გვესმის მიზეზი, თუ რატომ აკეთებს ამას რუსეთი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ რუსეთი ცდილობს მოახდინოს უკრაინის პროვოცირება, რათა ჩვენ გავხსნათ ცეცხლი და ბრალად ომის დაწყება დაგვედოს. მოვუწოდებთ რუსეთს, თავი დაგვანებოს. ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ ეს ე.წ. მშვიდობიანი პროტესტანტები რუსეთის ინტერესების გამტარებლები და ტერორისტები არიან, რომელთაც დააკავეს ეუთოს დამკვირვებლები და მძევლებად ჰყავთ. ეს დაუჯერებელი, მიუღებელი და გულისამრევია. მიუხედავად ამისა, რუსები არ აპირებენ ამ ტერორისტული ძალების დაგმობას. ეს წხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს" - განაცხადა იაცენიუკმა.

კომენტარები