თეორემა

რატომ უფრთხიან ინტერნეტს და ახალ მედიას ავტორიტარი მმართველები

გასულ სამშაბათს რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ბლოგერები, რომლებსაც დღეში 3000-ზე მეტი ადამიანი კითხულობს, ხელისუფლების კონტროლს და შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ინტერნეტი ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს პროდუქტია და რომ ამ ნაბიჯით ის რუსეთის მოქალაქეებს და ინტერესებს იცავს არასასურველი გავლენისაგან.

რატომ ეშინიათ ავტორიტარ მმართველებს ინტერნეტის და ახალი მედიის? რა გავლენა აქვთ სოციალურ ქსელებს? ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის ბოლოს.

სტუმრები: დოდი ხარხელი, გიორგი მშვენიერაძე, დავით ბირმანი, მირიან ჯუღელი

კომენტარები