ანტიდისკრიმინაციული კანონი

კორძაიამ კომიტეტის სხდომა დატოვა: ის, რაც აქ ტრიალებს, პარლამენტზე ძალადობაა

geonews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, მისი განცხადებით, პარლამენტზე სასულიერო პირების მხრიდან ძალადობა ხდება.

”ამ დარბაზში თქვენ ითხოვთ ჩემს დასჯას პირდაპირი მნიშვნელობით. თუ თქვენ ამ დარბაზში ჩემი ყოფნა გაღიზიანებთ, მე ამ დარბაზს დავტოვებ თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, ეს არის ძალადობა პარლამენტზე, რაც ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, მიუღებელია”, - განაცხადა კორძაიამ და დარბაზი დატოვა. 

კორძაიას განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას კომენტარზე, რომ ”ასე მოქცევა არ შეიძლება”, მღვდელმა დავით ლასურაშვილმა განაცხადა, რომ ბესელიამ მის კოლეგას უნდა მოუწოდოს ხოლმე იგივე, როცა ის ეკლესიის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს. ეკა ბესელია კორძაიას არ გამოსარჩლებია.

კომენტარები