კრიზისი უკრაინაში

რუსმა ინტერვენტებმა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში რუსმა ინტერვენტებმა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს. BBC-ს ცნობით, ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლებთან ერთად, გათავისუფლებულია ხუთი უკრაინელი ოფიცერიც.

ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა გათავისუფლების შესახებ სლავიანსკის თვითგამოცხადებულმა მერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა განაცხადა.

ცნობისთვის, სლავიანსკში სეპარატისტებმა ეუთო-ს დამკვირვებლები მძევლად 25 აპრილს აიყვანეს. დანიელი ჯონ კრისტენსენი, პოლონელი კშიშტოფ კობელსკი და გერმანელი აქსელ შნაიდერი ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობაში ჰყავდათ.

კომენტარები