NDI-ის კვლევა

NDI: 35% თვლის, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაზრდილია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას "საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში" აქვეყნებს. გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე საქართველოში გაზრდილია. 46% ფიქრობს, რომ არაფერი შეცვლილა, 11% კი თვლის, რომ შემცირდა.

2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით, მათი მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია, 14%-თაა გაზრდილი.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები