NDI-ის კვლევა

NDI: ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად 2-ჯერ ნაკლები ხალხი აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური რეიტინგების შესახებ აქვეყნებს.

კითხვაზე - როგორ შეაფასებთ ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას? - საქართველოს ჯარის საქმიანობას 61% დადებითად აფასებს, უარყოფითად - 2%.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 51%, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 11%-თაა შემცირებული.

ცესკოს საქმიანობას დადებითად აფასებს 22%, გასული წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით, მაჩვენებელი 15%-თაა შემცირებული.

კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად აფასებს 25%, მაჩვენებელი გასული წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით, 2-ჯერ არის შემცირებული.

პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 14%, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 11%-თაა შემცირებული.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას დადებითად აფასებს 11%, 2013 წლის ნოემბერში მაჩვენებელი 18% იყო.

ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას დადებითად აფასებს 11%, ნოემბერში ეს მაჩვენებელი იდენტური იყო.

სასამართლოს საქმიანობას დადებითად აფასებს 13%, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 6%-თაა შემცირებული.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები