კრიზისი უკრაინაში

ფსაკი: რეფერენდუმები არეულობას და უკრაინის დანაწევრებას ემსახურება

trunews.com

უკრაინაში სეპარატისტების მიერ ჩატარებული რეფერენდუმები ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაგმო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ ფსაკის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმს, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარდა.

"ის ქვეყნის დანაწევრებას და არეულობას ემსახურება. ხმის მიცემის მეთოდოლოგია საეჭვო იყო, არსებობს ცნობები დარღვევებზე - კარუსელებზე, წინასწარ შევსებულ ბიულეტენებზე, სხვის მაგივრად ხმის მიცემაზე. ჩვენი მიზანი 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელმაც უნდა მისცეს საშუალება უკრაინის მოსახლეობას, საკუთარი ნება გამოხატოს", - თქვა ფსაკიმ.

ე. წ. რეფერენდუმების შემდეგ სეპარატისტების ლიდერებმა დონეცკის ოლქში განაცხადეს, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. მათვე, გუშინ დონეცკის რესპუბლიკის სუვერენიტეტი გამოაცხადეს და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოთქვეს. მოსკოვის განცხადებით, ის ხალხის ნებას პატივს სცემს.

კომენტარები