კრიზისი უკრაინაში

ჰეიგი: უკრაინის არჩევნები წითელი ხაზია და რუსეთმა ამის შესახებ უნდა იცოდეს

Britain's Conservative Party foreign affairs spokesman Hague speaks to the media on his arrival for a meeting in London
Chris Helgren / REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, უკრაინაში არჩევნებისთვის პრობლემების შექმნის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება.

"რუსეთის დამოკიდებულება ამ არჩევნების მიმართ განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება იმასთან დაკავშირებით, მივიღოთ თუ არა უფრო ფართო სანქციები. ეს წითელი ხაზია და რუსეთმა ამის შესახებ უნდა იცოდეს", - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები