ესპანეთის ჩემპიონატი

მადრიდის ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონი გახდა

მადრიდის ატლეტიკო
deeyoosport.com

მადრიდის ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ მატჩში დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ნოუ კამპზე კატალონიურ ბარსელონასთან ფრედ 1:1 ითამაშეს და 18 წლიანი შესვენების შემდეგ პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულები გახდნენ.

ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ, მადრიდელ ფეხბურთელებს კატალონიაში ფრეც აწყობდათ, თავის მხრივ ბარსელონას ფეხბურთელები ჩემპიონები მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდებოდნენ.

თამაში ატლეტიკოსთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. უკვე 23-ე წუთისთვის გუნდს ტრავმების გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი დიეგო კოშტა და არდა ტურანი გამოაკლდა. მატჩის ანგარიში 33-ე წუთზე ბარსელონელმა ალექსის სანჩესმა გახსნა. თუმცა მეორე ტაიმის 49-ე წუთზე დიეგო გოდინმა წონასწორობა აღადგინა და მადრიდის ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონი მეათედ გახდა.

კომენტარები