კრიმინალი

ბარნოვზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

RFE/RL

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ბარნოვის ქუჩაზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვასილ ბარნოვის ქუჩაზე სროლის ფაქტს ადასტურებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, დღის რა მონაკვეთში მოხდა ინციდენტი.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ შსს-ში არც დაადასტურეს და არც უარყვეს, პრესსამსახურის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

კომენტარები