კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნაში 12 ქალაქი იქნება ჩართული.
ოდიშარიას თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკია.
"იქნება მეტად საინტერესო ღონისძიება. ფაქტობრივად, მთელი რუსთაველის მოედანი, თავისუფლების მოედანი იქნება მოცული. იქნებიან წარმოჩენილი სამინისტროები, თუ რა გააკეთეს და როგორ მუშაობენ. ღონისძიებაში იქნება 12 ქალაქი ჩართული", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.