დავით ქუბრიაშვილი ბარბაროსებში

ბარბაროსებს ქუბრიაშვილი დაემატა, ზირაქიშვილი კი გამოაკლდა

planetrugby.com

პირველ ივნისს, სარაგბო კლუბი ბარბაროსები ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეთა კრებულში აქამდე ორი ქართველი - დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე იყო მიწვეული, მაგრამ სამწუხაროდ, რაგბის კავშირის ინფორმაციით, ზირაქაშვილი თითის ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს.

"ბარბაროსებს გამოაკლდათ სხალკ ფერეირა, რომელსაც დავით ქუბრიაშვილი შეცვლის", - ნათქვამია ბარბაროსების ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე. შესაბამისად, შავ-თეთრ ფორმას მაინც ორი ქართველი მორაგბე მოირგებს და მეტიც - ბოლო ინფორმაციის თანახმად, პირველ ივნისს ორივე სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

გთავაზობთ ბარბაროსების შემადგენლობას:

5. ხუან მარტინ ერნანდესი, 14. ჯო როკოთოკო, 13. რენე რენჯერი, 12. ბენსონ სტენლი, 11. ჰოსე გეარი, 10. ბრუკ ჯეიმზი, 9. ჯიმი ქოუანი.

1. სონა ტაუმალოლო, 2. ტიი პაულო, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. იუანდერ კრუხერი, 6. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 7. ალექსანდრ ლაპანდრი, 8. მამუკა გორგოძე.

16. ენდრიუ ჰორი, 17. ჟულიენ ბრუნო, 18. ნეოლ ლობო, 19. ჯო ტეკორი, 20. როჯერ ვილსონი, 21. ტომას კუბელი, 22. ფრანსუა ტრინ-დუკი, 23. ენტონი ტუიტავაკე.

კომენტარები