აქცია

ყოფილ პარლამენტთან აქცია "ბექა კრიმინალი არ არის" მიმდინარეობს

Tabula

საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან დემონსტრაცია "ბექა კრიმინალი არ არის" მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა მსვლელობა, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს. გამომსვლელები აპროტესტებენ საქართველოს ნარკოპოლიტიკას, რომელიც მათი თქმით ადამიანებს არაადეკვატური სისასტიკით სჯის. ისინი ამ კუთხით კანონმდებლობის ცვლილებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ბექა წიქარიშვილს, რომელსაც 7-14 წლამდე პატიმრობა ემუქრება მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის. 

ბექა წიქარიშვილი ა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მულტიმედია მენეჯერია. 

 

კომენტარები