გიორგი ღონიაშვილის დაკავება

გიორგი ღონიაშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

გიორგი ღონიაშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მისი ადვოკატი კი, გვიან საღამოს მოდულის შენობაში საქმის მასალების გადასაცემად დაიბარეს.

გიგი უგულავას ქვისლი ნაციონალური მოძრაობის უკანონო დაფინანსების ბრალდებით 2 დღის წინ დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკანონოდ დაფინანსებას ედავება.

საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს. ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნული საქმე პოლიტიკურ დევნას დაუკავშირეს. 

კომენტარები