ლევან კაკუბავა

ლევან კაკუბავა კვიპროსულ ომონიაში ჩაირიცხა

საქართველოს ნაკრების მცველმა ლევან კაკუბავამ, კვიპროსულ კლუბ ომონიასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ომონიამდე კაკუბავა საქართველოს ჩემპიონატში, კერძოდ კი ცხინვალის სპარტაკში თამაშობდა.

23 წლის მცველი სხვადასხვა დროს საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში გამოდიოდა, ეროვნული გუნდის რიგებში კი 2 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

კომენტარები