საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში ჩამოსულ ევროკავშირის დელეგაციაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერიც იყო.
მოლტერერი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, შეხვდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ქადაგიძემ მოლტერერს ქართული ფინანსური სექტორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ინფორმაციისთვის, საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირისგან საქართველომ 105-მილიონიანი დახმარების პაკეტი მიიღო სავაჭრო სტანდარტების, წყალმომარაგების სისტემების და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გასაუმჯობესებლად.