ბოკერია: ზუგდიდის მე-80 უბანზე ყალბი პირადობით ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-80 უბანზე ყალბი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა. მისი თქმით, ენმ-ის ხელთ არსებული მონაცემები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს არის მომზადებული მოქმედება, რომელსაც ადამიანების მცირე ჯგუფი ვერ გააკეთებდა. 

"მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მთელ საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით სამეგრელოში, ზუგდიდში, ჩვენ ვხედავდით მიზანმიმართულ, ძალიან გამჭვირვალე, გახსნილ ძალადობის კამპანიას, განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ხდებოდა დეკლარირებულ დონეზე, პრემიერმინისტრით დაწყებული, დამთავრებული ყველა სხვა მაღალი თანამდებობის პირით, პირდაპირ ძალადობის პროცოვირებით, მოვარდნებით ოფისში, დაშინების მცდელობებით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ხელისუფლებისთვის და პროცესი გაგრძელდა. იმედი მაქვს, რომ არ გაღრმავდება, მაგრამ რაც ვიხილეთ დილით ანაკლიაში, გვაძლევს ყველა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც პირადი ტრაგედია აქვს, მიუთითეს იმისკენ - რა უბნებზე უნდა ყოფილიყო თავდასხმა. ერთ-ერთ უბანზე, სადაც წინა არჩევნებზე ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, პროცესი ჩაიშალა და იყო მონაცემები, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელებულიყო. ცოტა ხნის წინ კი, დაფიქსირდა და ყალბი პირდაობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი. არ ვიცით, რამდენად მასობრივია ეს პროექტი, მაგრამ რა მონაცემებიც აღმოვაჩინეთ, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არის მომზადებული მოქმედება და ეს არ შეიძლება ადამიანთა მცირე ჯგუფის ჩართულობით მომხდარიყო" - განაცხადა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ლაშა დამენიას თქმით, მე-80 უბანზე მივიდა პირი, რომლის პირადობის მოწმობასაც პირდაპირ ეტყობოდა გაყალბება, რადგან ფოტოსურათი გადაკრულია ბეჭედზე. მან წარმოადგინა პირადობის მოწმობის ქსეროასლი და აღნიშნა, რომ ასეთივე ქსეროასლი დალუქული აქვს საარჩევნო კომისიას. დამენიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული პირადი ნომერი გადაამოწმეს ცესკო-ს ბაზაში და "ქალბატონის ფოტოთი ამოაგდო გვილავა ნოდარი". მისი განცხადებით, ორივე ფაქტი ადასტურებს, რომ როგორც პირადობის მოწმობა გაყალბდა, ასევე, გაყალბდა ცესკოს ვებგვერდზე კოკრეტული პირის მონაცემები. 

გარდა ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის რწმუნებულს (42-უბანისაარჩევნო ბიულეტენები აღმოუჩინეს.

კომენტარები