ბარამიძე: ეს არჩევნები ბევრად უარეს გარემოში ჩატარდა ვიდრე 2010-12-13 წლებში

pirveliradio.ge

ამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი ბევრად უარეს გარემოში ჩატარდა ვიდრე 2010, 2012 და 2013 წლებში - განცხადებას ავრცელებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, გიორგი ბარამიძე. 

"ამდენი პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრება, პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო ორგანოების მიერ ოპონენტი პარტიების წარმომადგენელთა მიმართ საქმეების აღძვრა და დაშინება, რის გამოც უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის, უკვე დარეგისტრირებული, კანდიდატები იძულებულები გახდნენ მოეხსნათ კანდიდატურები და ბოლოს საარჩევნო სიებში მკვეთრად გაზრდილი პრობლემები და გაყალბების მცდელობის ფაქტები არის შედეგი ივანიშვილის დაპირებული "გასაკვირი დემოკრატიის" მშენებლობის წელისა და რვა თვის განმავლობაში უნიათო და უპრინციპო მთავრობის პროცესისა!" - ნათქვამია ბარამიძის განცხადებაში. 

ბარამიძეს მიაჩნია, რომ დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა, საქართველოს დააზარალებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომი პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და NATO- ს მომავალ სამიტზე MAP-ის მიღების პერსპექტივის თვალსაზრისითაც.

კომენტარები