TI: დამკვირვებლებს 20:00 საათისთვის 15 საჩივარი აქვთ დაწერილი

20:00 საათისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ქვეყნის მასშტაბით 25-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა აქვს დაფიქსირებული.

TI-ს დამკვირვებლებმა 20:00 საათისთვის 15 საჩივარი აქვთ დაწერილი.

მთლიანობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთი ოლქი – მაგალითად, მარტვილი და ზუგდიდი – დარღვევების რაოდენობითა და დაძაბულობით გამოირჩეოდა - ნათქვამია TI-ს განცხადებაში. 

კომენტარები