ალასანია: ქართულ ოცნებას საზოგადოება ენდობა, თუმცა თხოვს რომ მეტი გააკეთოს

irakli alasania official /facebook.com

არჩევნების მეორე ტურში 6 პარტიაა წარმოდგენილი. ჩვენ მივეცით საშუალება ოპოზიციურ პარტიებს ღირსეულად ებრძოლათ და ჩავატარეთ მრავალპარტიული არჩევნები. ეს ხალხის გამარჯვებაა - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც 2014 წლის არჩევნები შეაფასეს, როგორც ისტორიული არჩევნები.

ალასანიას თქმით, ის, რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ყველა ოლქში გაიმარჯვა დასტურია იმისა, რომ ხალხი პარტიას ენდობა და ეს მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. 

"ხალხი ქართულ ოცნებას ენდობა, მაგრამ ითხოვს რომ მეტი გააკეთოს" - თქვა ალასანიამ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა 50%-იანი ბარიერის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით ოცნების ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ გამოცხადებული ნდობის ნიშანია და გამბედავი ნაბიჯია მმართველი ძალის მხრიდან, რომელიც აქამდე არც ერთმა ხელისუფლებამ არ გადადგა.

ალასანიამ საქართველოს გამარჯვება მიულოცა ყველა ქართველსა და პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა.

კომენტარები