მარნეულში, გაუქმებულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება

www.cec.gov.ge

ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულში, გაუქმებულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. 

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, გაუქმებულია მარნეულის ორი, #25 და #57 უბნის შედეგები. ამ ორ უბანზე 29 ივნისს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა", - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა. კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი საარჩევნო ყუთში უკვე გამზადებულ ბიულეტენებს ყრის.

კომენტარები