თამარ ივერი

მინდიაშვილი: ივერის შემთხვევა აჩვენებს, როგორ მუშაობს მოქალაქეების პროტესტი

თამარ ივერის შემთხვევა კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს მოქალაქეების საჯარო პროტესტი და როგორ შეიძლება გაუმკლავდე ფობიებსა და შეუწყნარებლობას გამოხატვის ყოველგვარი კრიმინალიზაციის გარეშე. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ეს ჯაჭვი ჯერჯერობით წარმატებული ვერ იქნება, სადღაც აუცილებლად გაწყდება წინააღმდეგობა, რადგან თვითონ მთავრობის წევრები და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარეა მწვავე ფობიებით შეპყრობილი. ასევე, გახსოვთ, ალბათ, რასისტი და არმენოფობი სტურუას მოხსნას რამხელა პროტესტი მოყვა კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ, მათ შორის, სამწუხაროდ, იმათი მხრიდანაც, ვინც ახლა ივერის სამართლიან მიჯირყვნას, სამართლიანად მხარს უჭერს.

წერს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები