თეორემა

ჩაგრული პრეზიდენტი და არაუფლებამოსილი პირის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება

ინაუგურაციიდან სულ რაღაც ერთ თვეში ქვეყნის მთავარსარდალი გაბრიელ გარსია მარკესის პერსონაჟს დაემსგავსა - პოლკოვნიკს თუ არ სწერდნენ, მარგველაშვილს არც ელაპარაკებიან. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ პოლკოვნიკი დამსახურებულ აღარებას ელის, მარგველაშვილის შემთხვევაში მთავარსარდლობა ქარის მოტანილია.

პრეზიდენტის უარყოფის მიზეზები თავად ბიძინა ივანიშვილმა გაასაჯაროა - პრეზიდენტმა გაბედა და გადამდგარ პრემიერს ერთ-ერთ კანონპროექტზე ვეტოს დადების იდეა გაუზიარა.
ამას თან დაერთო პრეზიდენტის ახირება მისი დუშეთის სახლის ნაცვლად პრეზიდენტის სასახლეში შესულიყო და იქ შეესრულებინა მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობები, რაც ოლიგარქისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.

განსხვავებით ღარიბაშვილისგან, რომელსაც როგორც ოლიგარქი ამბობს "ორჯერ თქმა არ სჭირდება", მარგველაშვილმა "ხასიათი გამოავლინა".
პრეზიდენტის "თავგასულობის" შედეგად მივიღეთ ის, რომ 27 ივნისს ასოცირების საქართველოს სახელით ასოცირების შეთანხმებას ხელს პრემიერი მოაწერს.

კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო საკითხებში - ბატონი პრეზიდენტი, არც კი დაესწრება საგარეო პოლიტიკური წარმატების გაფორმების ცერემონიას.
ამის პარალელურად დისფუნქციური გახდა მარგველაშვილს დაქვემდებარებული უშიშროების საბჭო, მნიშვნელოვან საკითხებს ახლა ღარიბაშვილთან არსებულ უსაფრთხოების საბჭოზე განიხილავენ.

პრეზიდენტი ვეღარც მოქალაქეობას ანიჭებს მთავრობის თანხმობის გარეშე და დიდი ალბათობით, მალე ვეღარც სახელმწიფო პრემიების გაცემას შეძლებს.

ოლიგარქის წინ გაუბედავი სირბილიც კი ქვეყნის პირველ პირს ძვირად დაუჯდა. რა დაუჯდება ეს ქვეყანას - ამაზე ვმსჯელობთ თეორემას პირველ ნაწილში, ვანო მაჭავარიანთან, ვახუშტი მენაბდესთან, მამუკა კუდავასთან და ავთანდილ დემეტრაშვილთან ერთად.

კომენტარები