ბარამიძე: ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა მთავრობამ ამ გზის 80% გაიარა

pirveliradio.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული წარმატება ქართველ ხალხს მიულოცა. მისი თქმით, ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობები საქართველოს დაეხმარება ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანების საქმეში.

"მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა მთავრობამ ამ გზის 80% გაიარა. ვგულისხმობ, ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკებას, ახალმა მთავრობამ გააგრძელა და დაასრულა ეს პროცესი და ახლა დაიწყება ახალი, უფრო გაღრმავებული ინტეგრაციის ერა ევროკავშირთან, რამაც უნდა მოგვიტანოს მეტი ინვესტიციები, შესაბამისად, უფრო მეტი საწარმოები და ახალი სამუშაო ადგილები. უნდა მოგვიტანოს მალე უვიზო რეჟიმი, უნდა შექმნას იმის წინაპირობები და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო განვითარებული იქნება, ჩვენი სახელმწიფო კი უფრო ძლიერი, რაც შექმნის იმის საფუძველს, რომ ჩვენი პოზიცია იქნება ძლიერი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს დაგვეხმარება ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ, ნორმალურ, ცივილიზებულ, ქართულ, მაშასადამე, ევროპულ სახელწიფოში, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, სადაც ხალხი ცხოვრობს ეკონომიკურად წელგამართული", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

კომენტარები