გიგი უგულავას საქმე

კანცელარიასთან ენმ-ის აქცია "ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე" მიმდინარეობს

goga Khachidze/facebook.com

მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს სახელწოდებით - "ევროპაში - პოლიტიკური დევნის გარეშე". აქციის მონაწილეები გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას და "იმ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს".

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები არიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. აქციაზე გიგი უგულავას გამოჩენას დემონსტრანტები ტაშით შეხვდნენ. 
 

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან სამართალდამცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული. მათ დემონსტრანტებს შესასვლელთან დიდი პლაკატის განთავსების საშუალება არ მისცეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

კომენტარები