მთავარი პროკურატურა

ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში დააკავეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე ("მასტერა") ჰოლანდიაში დააკავეს. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა გიორგი დგებუაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, "მასტერა" ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული და მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება. 

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს ბრალი გასული წლის 7 მარტს წაუყენა.
უწყების განცხადებით, დგებუაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზებება ედება.

კომენტარები