რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პრეზიდენტი: რუსეთთან დაკავშირებით დეესკალაციის კონტექსტში ველით ინიციატივებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "რუსეთის შეხედულებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დეესკალაციის კონტექსტში ველით ინიციატივებს". გიორგი მარგველაშვილმა აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა შეაფასა.

"თქვენ იცით, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები არის რთულ ფაზაში. კარგა ხანია, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევქმენით პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით, როდესაც პრაღის ფორმატმა ბევრი საინტერესო თემა შექმნა, განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობებში. ამ თემების გაღრმავება არის უმნიშვნელოვანესი და რუსეთის შეხედულებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დეესკალაციის კონტექსტში ველით ინიციატივებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები