ცესკო: სუბარი რეგისტრაციიდან ბინის მესაკუთრის მოთხოვნით მოხსნეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამომრჩეველთა სიაში იმის გამო არ აღმოჩნდა, რომ 26 ივნისს რეგისტრაციიდან ბინის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოიხსნა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა საბურთალოს ოლქის #12 უბანზე ხმის მიცემა ვერ მოახერხა. ის ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდა, თუმცა სოზარ სუბარმა 15 ივნისს სწორედ აღნიშნულ უბანზე მისცა ხმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები