ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა.
თბილისში 727 უბნიდან ცესკომ 140 უბნის მონაცემები უკვე დაითვალა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნიკა მელია ამომრჩევლების 26.49%-მა აირჩია, ნარმანია კი 73.51%-მა.
დათვლილია მონაცემები ფოთშიც, სადაც 32-დან 23 უბანში 71.48%-ით ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი კაკულია.
ყვარელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხატია დეკნოიძემ ხმების 17.88% აიღო, მისმა ოპონენტმა, ქართული ოცნების ილია მზექალაშვილმა კი 82.02%.
პირველადი მონაცემებით ქართული ოცნება ლიდერობს თიანეთში, ბაღდათსა და მარტვილში.
არჩევნების წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
დამატებით მონაცემებს თამარ ჟვანია 23:30-ზე გამოაცხადებს.