ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის პროცესს უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო ესწრება

Reuters

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 26 მაისის საქმეზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც სასამართლო სხდომამდე ჟურნალისტებს პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დასკვნითი სიტყვის დასასრულს პროკურატურა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვებას მოითხოვს.

“დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც გამამატყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი იქნებოდა”, - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მერაბიშვილმა სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება უკრაინის ყოფილი შს მინისტრი, ევრომაიდნის პროტესტის დროს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იური ლუცენკო. ასევე, ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები.

კომენტარები