საჯარო დაწესებულებები

საქართველოში პირველი საბაჟო კინოლოგიის ცენტრი ჩამოყალიბდა

17 ივლისს თბილისში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გეზი-2 საბაჟო კინოლოგიის ცენტრი გაიხსნა.

ახალი ერთეულის შექმნა შესაძლებელი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში გახდა.

გარდა კინოლოგიის ცენტრის შექმნისა, პროექტით გათვალისწინებულია თბილისსა და გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ნარკოტიკებზე გაწვრთნილი ძაღლების შეძენა და კინოლოგების მომზადება. ამ მიზნით 2014 წელს შეირჩა კომპანია Southen Coast K9, რომელთან თანამშრომლობის შედეგად, ივნისში, შემოსავლების სამსახურში უკვე ჩამოვიდა 12 გაწვრთნილი ძაღლი და 2 ინსტრუქტორი. პროექტის მომდევნო ეტაპზე კიდევ 12 ძაღლის ჩამოყვანა იგეგმება და 2014 წლის ბოლომდე საქართველოს საბაჟოების უმრავლესობაზე უსაფრთხოების კონტროლსკინოლოგები და სპეციალურად გაწვრთნილი ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლები განახორციელებენ.

ამ მიმართულებით მუშაობა შემოსავლების სამსახურში 2013 წლიდან დაიწყო.

კინოლოგიის ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია IFC-ის,ამერიკის განვითარების სააგენტო USAID-ის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლები.

კომენტარები