რუსული არხების აკრძალვა

ბერძენიშვილი: დოსტოევსკის და რუსულ არხებს თავი გავანებოთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის მოსაზრებას რუსული არხების აკრძალვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი ტიპის აკრძალვები ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია.

”იქნებ რამე წიგნებიც აეკრძალათ. მე რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, ასეთი წინადადებებიც მოდიოდა. ყველანაირი ამ ტიპის აკრძალვა არის უბრალოდ აბსოლუტურად შეუთავსებელი ევროპულ პერსპექტივასთან. რუსეთის პოლიტიკა არ მოგვწონს, პუტინი არ მოგვწონს, რამე ვქნათ - ეს გზები არ ვარგა ახლა. დოსტოევსკის და არხებს თავი გავანებოთ”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

კომენტარები