რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

უკრაინელებმა სეპარატისტების მიერ დაკავებული ქალაქები გაათავისუფლეს

reuters

უკრაინული არმია ტერორისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაკავებული ტერიტორიების ერთმანეთისგან განცალკევების და რუსეთის საზღვართან ალყაში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების დებლოკირების მიზნით ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდა. 

გათავისუფლებულია გეორგიევკა და კომისაროვკა. ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალები შევიდნენ დებალცევოში, შახტარსკში, სნეჟნოესა და ტორეზში - იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ტერორისტებმა მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს.

სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში
ფოტო: mediarnbo
გორლოვკაში უკრაინულმა ავიაციამ მათი ერთ-ერთი ლიდერის იგორ ბეზლერის, მეტსახელად ბესის შტაბი გაანადგურა.

მიმდინარეობს ბრძოლა სტრატეგიული სიმაღლის, საურ-მოგილის დასაკავებლად.

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ინერაქტიული რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ

კომენტარები