თავდასხვა დეპუტატზე

პარლამენტარ გიორგი კანდელაკს წურწუმიას ქუჩაზე თავს დაესხნენ

თავისუფალი ზონა

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, ავტომანქანით მიმავალ გიორგი კანდელაკის გზა გადაუჭრეს, გააჩერეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გიორგი კანდელაკი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

"რამდენადაც ვიცით, თავდამსხმელი თეთრიწყაროს გამგეობაში მუშაობს. ქართული ოცნების აქტივისტია", - აღნიშნავენ პრესსამსახურში. 

კომენტარები