საერთაშორისო სავალუტო რეზერვები

ხადური: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირება ჩვეულებრივი მოვლენაა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირება ჩვეულებრივი მოვლენაა. ხადურის თქმით, საგანგაშო არაფერია, რადგან სავალუტო რეზერვები ხან მცირდება, ხან - იზრდება. ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ერთ წელიწადში 15%-ით შემცირდა. 

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გასული წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა და მერე 440 მილიონით შემცირდა, ანუ ჯამში გაიზარდა. ამავე დროს, წელს უკვე სამჯერ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები შეიძინა და დაწყებულია ზრდის პროცესი. ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, სავალუტო რეზერვები ხან შემცირდება, ხან გაიზრდება", - თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, ხადურმა. 

კომენტარები