NDI-ის კვლევა

NDI: 29%-ს აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კრიმინალის დონე გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 10% ფიქრობს, რომ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში, კვლევაში მონაწილეთა 21% მიიჩნევდა, რომ კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა, ხოლო 20%-ის აზრით, გაუმჯობესდა.

რაც შეეხება 2014 წლის აპრილს, NDI-ის გამოკითხულთა 35% ფიქრობდა, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 11% მიიჩნევდა, რომ შემცირდა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები