ირაკლი ოქრუაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი: ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენს აქტივისტებს ესროდა

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის თემო გიგუაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მის თანასოფლელებს პავლე და ვასილ ქარელებს ესროდა. როგორც გიგუაშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, ინციდენტი კვირას, სოფელ ტყვიავში მოხდა. მისი ინფორმაციით, ოქრუაშვილი პირადი დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად, ქართული ოცნების მხარდამჭერებს გაეკიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. გიგუაშვილის თქმითვე, ყოფილი მინისტრი თანასოფლელებს დაეწია და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულებიც და მათი ავტომანქანაც, რომელსაც სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, გაუჩინარებულია და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

"მართლაც ოქრუაშვილი იყო, პირადი დაცვის წევრებთან ერთად დაახლოებით 2.5 კმ სდია მანქანით იმ მანქანას, იმ ორ აქტივისტს სროლით, რა თქმა უნდა. ვიზუალური დათვალიერებით მანქანა მე თვითონ ვნახე. ახლა მანქანა სად არის, ნამდვილად არ ვიცით, მე თვითონ ვეძებ. ის ბიჭები იმის შემდეგ გადაიმალნენ, ვინმემ დაურეკა და დააშინა თუ რა მოხდა, არ ვიცი. შემდეგ დაიჭირეს ის ბიჭები ამ სამმა ადამიანმა, მათ შორის, ოქრუაშვილმაც, როგორც მოსახლეობაც ამბობს და პლუს, სცემეს", - ამბობს გიგუაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები