საყვარელიძე: რას ნიშნავს NDI-ის კითხვა ვინ მოგწონთ და რამდენად ?

ვინ მოგწონთ და რამდენად. რას ნიშნავს მოგწონს? გარეგნობით მოგწონს, საქმიანობით მოგწონს, სიტყვა-პასუხით მოგწონს? პატრიარქი მოსწონს 91%-ს. მოსწონს კი არა თაყვანს სცემს, მოწონება რა შუაშია. პოლიტიკოსებში უცებ აღმოჩნდება, რომ ალასანია მოსწონს ბევრს, ვიდრე დანარჩენი. რა თქმა უნდა, ალასანია წარმოსადეგი და შესანიშნავი სიტყვა-პასუხის პატრონია. კითხვა იმთავითვე განწირულია იმისკენ, რომ, მრუდე სარკე აღმოჩნდეს. მრუდე იმიტომ კი არა, რომ ალასანიას ყოველთვის მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ თავისთავად კითხვა არის ისე დასმული, რომ წინ წამოსწიოს ის, ვინც პოლიტიკურ იერარქიაში შეიძლება წინ არ არის და ერთმანეთს გადაკიდოს პოლიტიკოსები

ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ NDI-ის კვლევის თემაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგებზე ღიმილი ადგება.

კომენტარები