ვითარება უკრაინაში

NATO-ში კანადის დელეგაცია რუსი ჯარისკაცებისთვის ”გზამკვლევ რუკას” აქვეყნებს

NATO-ში კანადის დელეგაციამ Twitter-ზე რუკა გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის და უკრაინის ის ტერიტორიაა ნაჩვენები, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ”შემთხვევით” გადაკვეთეს.

"გეოგრაფია შეიძლება რთული იყოს. ეს არის გზამკვლევი რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც ისევ იკარგებიან და "შემთხვევით" ხვდებიან უკრაინაში", - დაწერა დელეგაციამ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 10 რუსი მედესანტე დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მედესანტეებმა პატრულირებისას უკრაინის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს.

კომენტარები