ომი უკრაინაში

რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას უარყოფს

telegraph.co.uk

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ შეთანხმებულან, რადგან რუსეთი კონფლიქტის მხარე არ არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

პესკოვის განცხადებით, „პუტინმა და პოროშენკომ მართლაც განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ცეცხლის შეწყვეტას მოხალისეებსა და უკრაინელ ძალოვნებს შორის. ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთი ფიზიკურად ვერ მოილაპარაკებს, რადგან კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს".

იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ვლადისლავ ბრიგმა განაცხადა. მისი თქმით, „რესპუბლიკის არმია ცეცხლს არ შეწყვეტს მანამ, სანამ დონბასში სადამსჯელო რაზმები იმყოფებიან".

კომენტარები