პრემიერი: ჭიკაიძის საქმიანობა, აი, სწორედ ეს არის დასაფასებელი, მეგობრებო

ერთი მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, ჩვენ ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. და სწორედ ამ ბალანსის დაჭერაა ჩვენი მთავარი ამოცანა. მაგრამ ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, აი, სწორედ ეს არის დასაფასებელი. ისინი ცდილობენ, 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და, ამავდროულად, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. და ამას სჭირდება, მეგობრებო, დაფასება

განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, კრიმინოგენური სიტუაციის კომენტირებისას.

კომენტარები