ფრენკ ლემპარდი

"ვინ არის ტონი ადამსი?" ლემპარდის ნაკრებიდან წასვლის უცნაური მიზეზი

eurosport.co.uk

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ფრენკ ლემპარდმა, ეროვნული გუნდიდან წასვლის მიზეზზე ისაუბრა. ევროსპორტის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბარში, ფეხბურთელს მათთვის მოულოდნელად არ უთქვამს, რომ ნაკრებიდან ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო წავიდა. ლემპარდის თქმით, გადაწყვეტილება ახალგაზრდა ლიუკ შოუსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

"ლიუკ შოუს ვესაუბრებოდი და ტონი ადამსი ვუხსენე. შეეტყო, რომ ვერ ხვდებოდა ვისზე ვსაუბობდი... მე ვუთხარი: "მეხუმრები?" მან კი მიპასუხა: "რომელ გუნდში თამაშობდა?". ამ დროს მივხვდი, რომ დრო იყო სანაკრებო კარიერა დამესრულებინა," - განაცხადა ფრენკ ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ტონი ადამსი ორი დეკადის განმავლობაში თამაშობდა ლონდონის არსენალში, გუნდის კაპიტანი იყო და მეთოფეებთან ერთად ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული. ადამსმა 66-ჯერ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისური, შემდეგ კი კარიერა დაასრულა მაშინ, როდესაც ლიუკ შოუ მხოლოდ ხუთი წლის იყო.

რაც შეეხება ფრენკ ლემპარდს, ის ამჟამად საფეხბურთო კლუბ ნიუ იორკის საკუთრებაა და არენდით მანჩესტერ სიტიში თამაშობს.

კომენტარები