ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ტყვეების გაცვლის ორმხრივი პროცესის დაწყებას 9 სექტემბრიდან ვარაუდობენ, - ამის შესახებ განცხადება თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა ანდრეი პურგინმა გააკეთა.
პურგინის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის პროცესისთვის ორივე მხარე ემზადება. მისი თქმით, ტყვეთა რაოდენობა თითოეულ მხარეს 1000-ს აღწევს.
პურგინმა ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრა მინსკში სავარაუდოდ 7-8 დღეში ჩატარდება, თუმცა ეს შეხვედრა ჯერ არავის დაუგეგმავს.
“გაჟღერდა 1 კვირაში შეხვედრის ინიციატივა, თუმცა კონკრეტული შეთანხმება კონკრეტულ რაოდენობაზე არ არსებობს“, - განაცხადა პურგინმა.