საფონდო ბირჟა

Apple-ის აქციები ვარსკვლავების შიშველი ფოტოების გასაჯაროების შემდეგ გაიაფდა

ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰულტი ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე
NBC

Apple 9 სექტემბერს დიდი ხნის წინ დაანონსებულ iPhone 6-ის პრეზენტაციას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის მისი აქციების ფასი ერთ დღეში 4%-ით შემცირდა, რისი სავარაუდო მიზეზიც iCloud-იდან ჰოლივუდის ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელება შეიძლება იყოს.

Apple-ის აქციებმა შემცირება 2 სექტემბერს ფოტოების გავრცელების შემდგომ დღეს დაიწყო. კომპანიას საკუთარი მონაცემთა ბაზების არასათანადო დაცვაში ადანაშაულებენ.

Apple iPhone 6-ის მობილურ საფულედ ქცევას გეგმავს, ამასთან ერთად, შეუძლია პიროვნების ბიომეტრიული მონაცემები შეინახოს. სავარაუდოდ, ეს ინფორმაციაც Apple-ის მონაცემთა ბაზებში შეინახება, რომლის საიმედოობა გავრცელებულმა ფოტოებმა ეჭვქვეშ დააყენა. 

კომენტარები