ISIS

გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ბაზების გაფართოებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო ISIS-ის ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში სამი ახალი სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს. ინიციატივის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ქვეით ბატალიონს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე გაგზავნიან. ასევე, ბრიტანელი სამხედროები ომანის საწვრთნელ პუნქტს წვრთნებისთვის გამოიყენებენ. არსებობს მოლოდინი, რომ ბაჰრეინის სამეფოში არსებული სამხედრო პორტი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის დატევის მიზნით გაფართოვდება.

აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩის სერ ჯერემი გრინსტოკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო სახით წარმოდგენა ISIS-ის შეკავებას შეუწყობს ხელს.

ISIS-ის წინააღმდეგ საკუთარ სტრატეგიას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოთხშაბათს, ვაშინგტონის დროით საღამოს 9 საათზე წარადგენს. ახალი სტრატეგიის მიზანია, დაასუსტოს და საბოლოოდ გაანადგუროს ის ჯგუფები, რომლებმაც ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება შეძლეს. ობამას თქმით, ISIS-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიცია უნდა შეიქმნას, რომელში მონაწილეობას გაერთიანებული სამეფოც მიიღებს.

კომენტარები